Saturday, March 13, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი: მარტივი და რთული პროცენტის დარიცხვის წესი.

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით. სხვადასხვა ბანკის მეანაბრეებზე სარგებლის დარიცხვის წესების შესწავლა.



3.პროექტის სრული აღწერა. პროექტის მიზანია ,მოსწავლეები გაერკვნენ ბანკის ანაბარზე პროცენტის დარიცხვის ზოგიერთ წესში. მოსწავლეები დაყოფიან რამოდენიმე ჯგუფად და განაწილდებიან სხვადასხვა ბანკებში, რათა გაეცნონ კონკრეტულ ბანკებში,კერძო მაგალითების ილუსტრაციით, სარგებლის დარიცხვის წესებს. მათ კონსულტაციას გაუწევენ ბანკის თანამშრომლები,(დირექციასთან შეთანხმებით).

4.მონაწილეთა ასაკი. –15წელი.

5.ვადები/ხანგრძლივობა. 3–5დღე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში. მასალების მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დიაგრამების აგება, სტატისტიკის განხორციელება კლასში, დისკუსიის გამართვა.

7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები განხორციელებულ კვლევის შედეგებს დააკავშირებენ არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიებთან. კერძოდ,მარტივი პროცენტის დარიცხვის წესით იქმნება არითმეტიკული პროგრესია, ხოლო რთული პროცენტის დარიცხვის წესით–გეომეტრიული.

8.სარგებელი სხვებისათვის. მიღებული შედეგების განხილვა მოხდება საჯაროდ,კერძო მაგალითებიზე დაყრდნობით.ეს აქტივობა საუკეთესო გამოცდილებას შესძენს მოსწავლეებს,გაზრდის სწავლის მოტივაციას,მოსწავლესებს შემატებს მნიშვნელოვან საფინანსო ინსტიტუტებში ჩართულობის განცდას.

9.სამუშაო ენა. ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი. მათემატიკა.

12.პროექტის ფასილიტატორი. ნინო ბერიაშვილი

13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა. nino.beriashvili5@gmail. com

14.პროექტის ფორუმი.–

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი.ninonana.blogspot.com